09:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 16:43:07, 838 ნახვა

კომენტარი
ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი ჭანტურიას ბრალეულობაზე: გამოძიებას ვენდობი

„შსს-მ იმუშავა და აქვს რაღაც მტკიცებულებები და ეგრე სულელივით ხომ არ დაადებს ბრალს?“, - ამის შესახებ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ცხოვრებაძე გამოძიებას ენდობა და ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც დღეს გენერლის მკვლელობის მოტივად დასახელდა. 

„ბევრჯერ ყოფილა აქ, უბრალოდ იმ დღეს მე არ მინახავს, თორემ ბევრჯერ ყოფილა. მაგალითად, ნოემბრის თვეში მოხდა კონფლიქტი, იყო ეგეთი რაღაც. მე როცა შევეკითხე, მეორე დღეს, მე იმ დღეს არავინ არ მინახავს, თქვენც იმ აზრზე დადგებოდით... ერთად შევიდნენ, ადამიანი სიკვდილის წინ ერთად არიან რაღაც დროის განმავლობაში, იქ სხვა არავინ არ ყოფილა და არ ვიცი, თქვენ რას იფიქრებთ. ამიტომ ვფიქრობდი და ახლა ალბათ გაამყარა შსს-მ, იმუშავა და აქვს რაღაც მტკიცებულებები და ეგრე სულელივით ხომ არ დაადებს ბრალს?“, - აღნიშნა მამუკა ცხოვრებაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics