09:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 15:18:33, 1117 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: არ ვიცი, რა კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილმა, თუმცა, ჩემთვის მიუღებელია ის, რომ საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო

„ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ „საქართველო აგრესორია და მან ომი დაიწყო", ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, შესაძლებელია აგვისტოს ომის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, თუმცა, ის ფაქტი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, გადახედვას არ ექვემდებარება.

„პირველი - „ქართულ ოცნებას” არ დაუფიქსირებია არც ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა და ძალიან გთხოვთ, საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. მეორე - ზოგადად, მე არ ვიცი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქალბატონმა სალომემ რა კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ „საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო“, არის მიუღებელი, მითუმეტეს, რუსეთთან - ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, შესაძლებელია, გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას ბუნებრივია, არ ექვემდებარება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics