10:47 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 14:16:30, 1352 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთი: ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისადმი ერთგულებას და მოვუწოდებთ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს სრულყოფილად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.  

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების ცალმხრივი აღიარება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას. 

ზემოხსენებული რეგიონების მილიტარიზაცია, ასევე, აღნიშნული და საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას შორის ურთიერთობების გამყარებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებისათვის ხელის შეშლა მიუღებელია და აბრკოლებს ქვეყნის მოქალაქეთა შერიგების სასურველ პროცესს.

საფრანგეთი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, რათა მიღწეულ იქნას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics