|
2018-08-08 11:55:44, 803 ნახვა
საზოგადოება
მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც ისინი მოხმარებიდან იქნება ამოღებული
თბილისის მერის დავალებით, მერიის კუთვნილი 42 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ავტოპარკიდან იქნება ამოღებული. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებები მერიის ავტოპარკიდან უახლოეს პერიოდში იქნება ამოღებული და მუნიციპალიტეტი მათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს. „როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო. დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით, პრობლემას მსუბუქი ავტომობილებიც ქმნიან. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. „სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებენ გარემოს. ის ტენდენცია, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნიან პრობლემებს, ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. ყვითელი ავტობუსები იმ პრობლემის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. პრობლემას ქმნიან ასევე, პატარა ავტომობილები. ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. აქედან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია და მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც დაიწყო და პირველი იანვრიდან კერძო ავტომობილების მესაკუთრეებისთვისაც სავალდებულო გახდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)