14:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 11:09:04, 1187 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: გამარჯვება უფრო ახლოსაა, რადგან არ გამტყდარა რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ათი წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე წლებში. ეს იყო ოთხმოცდაათიანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ათი წლის წინ იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა. დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოებს ჩვენ ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც და ასე მოხდება მომავალშიც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი  იმყოფებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics