14:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 11:05:07, 711 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი.

„დღეს, 8 აგვისტოა და პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას გამოვეხმაურო. ტრაგიკულს თავისი შედეგებით, მასშტაბითა და იარებით, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა და რა თქმა უნდა, ვერც მოიშუშებს საქართველოს  საბოლოო გამთლიანებამდე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის დაწყების შემდეგ, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. გაჩნდა საკუთარ სამშობლოში დევნილთა ახალი ნაკადი, რომლებიც სახლებში დაბრუნებისა და აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ კარგავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა და თბილისის მთავრობის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში ტრაგიკულად დაღუპულ მოქალაქეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„მტერი ძლიერია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანების სურვილი უფრო ძლიერია. ჩვენს ერთიანობის რწმენას ვერავინ და ვერაფერი შელახავს. ეს ომი, უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ასახავს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანების ხსოვნა უკვდავყოთ. სწორედ ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, მინდა ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics