14:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 22:55:38, 812 ნახვა

პოლიტიკა
მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრება საქართველოში ვიზიტი დაასრულეს

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემირმა საქართველო დატოვეს. მაღალი რანგის სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ვიზიტის დასასრულს მანდ მადლობა იაცეკ ჩაპუტოვიჩს, ლინას ლინკევიჩიუს, ედგარს რინკევიჩს, პავლო როზენკოს და ზოგადად ოთხივე ქვეყანას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.  კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე, ისევე როგორც 10 წლის წინ მათი სახელმწიფოების მეთაურთა  მათი სტუმრობა,  იყო სოლიდარობის და მტკიცე მხარდაჭერის  დემონსტრირება.

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე ოთხი ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტი  საქართველოში პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით განხორციელდა. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ მრგვალ მაგიდაში „ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - 10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან", ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კერძოდ ეწვივნენ სოფელ ოძისს, სადაც   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური  დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისინი საქართველოს 2018 წლის  6-7 აგვისტოს ეწვივნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics