10:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 16:54:46, 623 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთი მზადაა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში დაეხმაროს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რამაც საფრთხე შეუქმნა რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ჩეხეთის საგარეო უწყება მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას „როგორც კონფლიქტის ხანგრძლივი და სამართლიანი მოგვარების ერთადერთ გზას, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით".

„ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის, განსაკუთრებით, სამოქალაქო პირების ხსოვნას. ასევე ვიხსენებთ ყველა დევნილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს. ამასთან, გვსურს დავადასტუროთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში", - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics