09:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 16:47:54, 665 ნახვა

კომენტარი
ქანთარია: ზურაბიშვილს საინტერესო თავგადასავალი აქვს, მათ შორის - ლავროვთან თამამად ჯდომა

„ვერაფერს გეტყვით იქამდე, სანამ არ იქნება ერთიანი პოზიცია. მე მახსენდება ლადო ასათიანის სიტყვები - ცოტა კიდევ მოითმინე ლამაზო და ნანატრი მთა-გორებიც იქნება", - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ შეკითხვაზე - დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა. 

"ერთიანი პოზიცია სანამ არ იქნება, მანამდე ვერაფერს ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილის ძალიან საინტერესო თავგადასავალი - ოჯახი, წინაპრები, გზა, საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა, ბევრი რამეა გასახსენებელი. ახლა ჩამოვედი და არ ვიცი საერთოდ ვინ იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი.  არ დავუჭერთ ჩვენ ისეთ კანდიდატს მხარს, რომელსაც შანსი ექნება ნულოვანი. ნებისმიერი ჩვენი კანდიდატი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არავიტარი გავლენა მმართველ პარტიას მის მიმართ არ უნდა ჰქონდეს. მარგველაშვილი პარტიის წევრი არ იყო , მაგრამ ის იყო გუნდის წევრი ფაქტობრივად. მაშინ პარტია არ იყოს ასე... მარგველაშილი იყო მინისტრი, მონაწილეობდა არჩევნებში, კამპანიის დროს ვერავინ ვერ იტყვის, რომ გიორგი შორიდან მოვიყვანეთ და ჩამოვიყვანეთ სხვა პლანეტიდან",- აღნიშნა ქანთარიამ.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მმართველი გუნდის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებზე  პარტიის მონაწილეობის ფორმას განიხილავენ.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics