|
2018-08-06 14:44:22, 506 ნახვა
პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტის მრჩევლები დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში და პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა შეხვედრის მონაწილეებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ის კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევისას და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, - „თავისთავად ეს პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, იმდენად დრამატულად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში არსებულ სიტუაციას ჩვენ ვუპასუხოთ სწორი ნაბიჯებით, პასუხისმგებლობით გაჯერებული ნაბიჯებით და ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო სწორედ ამ თვალსაზრისით. ანალიზი იმისა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს სასამართლო სისტემაში შექმნილი და რა ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწრაფად გადასადგმელი, რომ მინიმალური, ასე ვთქვათ, პოზიტიური რესურსი ავამუშაოთ სასამართლო სისტემაში არსებული პროცესის, ერთის მხრივ გასაჩერებლად ნეგატიურ პროცესს ვგულისხმობ და პოზიტიური პროცესის დასაწყებად. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესმის როგორც საზოგადოებას, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას , ისე ძალიან ცხადად ესმის ეს ყველაფერი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ძალიან კონსტრუქციულად. ჩვენ ველოდებით მათთან რა თქმა უნდა კონსულტაციებს, არ გამოვრიცხავთ და ეს შეიძლება ლოგიკურიც არის, რომ მათაც ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატურები, არაერთი და რამდენიმე. და აი ამ კანდიდატურებზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესო ვერსიაზე." უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამართულ დღევანდელ კონსულტაციებს პროფესიული წრეების წარმომადგენლები 10-მდე უმაღლესი სასწავლებლიდან ესწრებოდნენ.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)