2018-08-05 15:28:32, 2204 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში ნატოს 3 ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ მისიის ოფიციალური საიტი იტყობინება.
გარდაცვლილი ჯარისკაცების ვინაობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჯერ არ ასახელებენ. როგორც ნატო-ში აცხადებენ, თვითმკვლელი ტერორისტები ალიანსის საპატრულო კოლონას 5 აგვისტოს დაესხნენ თავს. ადგილობრივის მედიის ცნობით, შემთხვევა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია პარვანში მოხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ რომ, ქართველი სამხედროები ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება მოშორებით, ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.
ავტორი: ,