07:51 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 14:50:52, 1024 ნახვა

კომენტარი
ირაკლი შოთაძე: 30 დღეში 600 მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა

ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 30 დღეში 600 მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ისევ ფიქრობს თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რაზეც შოთაძემ ასე უპასუხა:

 

"მიმაჩნია და ჩემს პოზიციას გეუბნებით, რომელიც მე გავლილი მქონდა შესაბამის პროკურორებთან, რომ ჩატარებული იყო ყველა შესაძლებელი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, ჩატარებული არის 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 30 დღეში. რომელ ყველაზე ლაპარაკობთ? მე რომ წავიკითხო ეს სისხლისსამართლის საქმე, ან ნებისმიერი სისხლისსამართლის საქმე, იმდენი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შეიძლება თავში მომივიდეს, ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს და მე გეუბნებით, რომ ჩემთვის ჩემი პროკურორების მოსაზრება და შეფასება სისხლისსამართლის საქმისა, რასაც ისინი მე მაწოდებენ და რასაც მე შემდეგ საჯაროდ ვაჟღერებდი, სანდო არის და მისაღებია დღესაც“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics