2018-08-03 14:01:53, 568 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მტკვრიდან 20 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს
სამგორის რაიონში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა,
მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს, პარარელურად გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი - 40 მაშველი.
ავტორი: ,