10:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 16:29:22, 1298 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა

დღეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მან მიმართა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ გაავრცელოს შეზღუდვები ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილებდნენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 აგვისტოში სრულდება 10 წელი რუსეთის აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

განცხადებაში დაფიქსირებულია რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელს უშლიან სამართლის დადგენაში.

ასევე აღინიშნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და ადამიანის უფლებები დარღევევის ფაქტები საეთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევად.

განცხადების თანახმად, ლიეტუვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ამ უკანასკნელმა შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და  ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics