13:00 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 14:46:36, 598 ნახვა

პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე: ნინო გვენეტაძემ თანანმდებობას ვერ გაუძლო, ძალიან დიდი შემოტევებია გარედან, შიგნიდან

„ადამიანი ასეთ თანამდებობაზე შეიძლება მართლა დაავადდეს, ძალიან დიდი შემოტევებია გარედან, შიგნიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
 

მისი მოსაზრებით, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ვერ გაუძლო.

„როცა ნინო გვენეტაძეს ვირჩევდით, იურისტებთან კონსულტაცია მქონდა, მათ შორის მის მასწავლებლებთანაც კი, რომელთაც მითხრეს, რომ პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანია. როგორც ჩანს, განათლებისა და პატიოსნების გარდა, ასეთ თანამდებობაზე ყოფნას სხვა რამეც სჭირდება. ალბათ, პოზიციებში უფრო სიმყარე და მეტი გაძლება. ჩვენც ბევრ რამეს ვუძლებთ, რადგან თმენის ვალდებულება გვაქვს. თმენის ვალდებულება მასაც უნდა ჰქონოდა. ადამიანი ასეთ თანამდებობაზე შეიძლება მართლა დაავადდეს, თუმცა ალბათ, გადაწყვიტა, რომ აღარ შეუძლია. ალბათ, ვერ გაუძლო, რადგან ძალიან დიდი შემოტევებია გარედან, შიგნიდან. არამოსამართლე წევრები მუდმივად ოპოზიციაში უდგანან და შეურაცხყოფას აყენებენ“, – განაცხადა გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics