2018-08-02 12:50:25, 574 ნახვა
საზოგადოება
ალმოდებული სახლიდან მაშველებმა ბავშვი გამოიყვანეს
თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს.
დაიწვა საოჯახო ნივთები - 30 კვ.მ
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ავტორი: ,