10:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 17:08:40, 1369 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი წურბელებს ჩამოიფერთხავს

„2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს,ხელიდან დაუსხლტდება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნებში, ეროვნულმა მოძრაობამ კომუნისტური პარტია დაამარცხა.

„1990 წლის 28 ოქტომბერს სრულიად უთანასწორო არჩევნებში,ეროვნულმა მოძრაობამ დაამარცხა კომუნისტური პარტია და სწორედ,ამ გამარჯვებამ გაუხსნა გზა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. 2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს,ხელიდან დაუსხლტდება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან ...დაადგება წარმატების გზას... გიორგობის დღის აღსანიშნავად კი,იქვე ,საკუთარი სახლიდან პრეზიდენტის სასახლეში ფეხით გადავლენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე და პირველი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი... მიყვარს ისტორიული დამთხვევები და პარალელები!“, - წერს სააკაშვილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics