|
2018-08-01 15:14:41, 631 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო 10 წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური გახდა
„ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018" (Noble Partner) გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, სხვა პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ძალზედ მჭიდრო და მზარდ თანამშრომლობას. მისივე თქმით, პარტნიორობა რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაა მიმართული. „მნიშვნელოვანია, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები. ჩვენი საერთო პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო და მეგობრულ საგარეო პოლიტიკას. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამყარება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტია",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, „ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი, რიგით მეოთხე „ღირსეული პარტნიორი" რუსეთის აგრესიის მეათე წლისთავს ემთხვევა". „საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა დაბეჯითებით მოითხოვს ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შეჩერებას და რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაცაა. ქართული ჯარი დგას ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე და ჩვენი ხალხის სიყვარულით და პატივისცემით სრულიად დამსახურებულად სარგებლობს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის. „დღეს შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული ჯარის სამეთაურო შემადგენლობას „ღირსეული პარტნიორი" საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ წვრთნები და დაგეგმოთ მაღალი სირთულის ოპერაციები. ჩვენი საერთაშორისო ძალისხმევის სადემონსტრაციოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი სამხედროები სამშობლოს ემსახურებიან შორეულ ქვეყნებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ, ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა. „ამ დღეებში განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჩვენს გმირებს. მათი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას. საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას გიხდით საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს და წვრთნების წარმატებით ჩატარებას გისურვებთ",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. სწავლების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურმა, ჯოსეფ ლინგელმა. „ღირსეული პარტნიორი 2018" საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)