|
2018-08-01 12:58:30, 822 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საერთაშორისო სწავლება რეგიონული უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება
"დღეს გმასპინძლობთ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაჭილი სამწუხაროდ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ ოკუპაციაზე და ამ უმძიმეს გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გახსნაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სწავლება მთელ რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება. "ჩვენთვის, ქართვლებისთვის მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს. არაერთხელ თქმულა და დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო - ეს საერთაშორისო სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იგი მხოლოდ და მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ერის ინტერესშია.მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია, უკვე 13 მონაწილემდე გაიზარდა და მასში შედიან საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი და უკრაინა. სწავლება სასარგებლოა ყველა მონაწილე ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყალიბდება ურთიერთნდობა სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის და საფუძველი ეყრება თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს სწავლება იქნება მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნისა და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი, ჩვენს ქვეყანას კი მეტ მშვიდობას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ სტაბილურობასა და საერთაშორისო ჩართულობას მოუტანს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო დიდად აფასებს ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას და მადლობელია აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოხატული მკვეთრი მხარდაჭერისთვის, რაც სახეზეა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. "მოგეხსენებათ, ისტორიულად, საქართველო არასოდეს ყოფილა განებივრებული მის ტერიტორიაზე მეგობრული ჯარების ყოფნით და ახლა ჩვენ თვისობრივად ახალი ისტორიული რეალობის მომსწრე ვართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და რეგიონი დღეს უფრო დაცულია. მეგობრებო, დღეს გმასპინძლობთ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაჭილი სამწუხაროდ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ ოკუპაციაზე და ამ უმძიმეს გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც მთავარი პრიორიტეტი გახლავთ დემოოკრატიული ღირებულებები. მსურს, კიდევ ეღთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, თითოეულ თქვენგანს იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის და ჩვენი ერისთვის ახორციელებთ. საერთაშორისო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი" - 2018, ისევე როგორც ყველა წინა სწავლება, დარწმუნებული ვარ, იქნება შედეგიანი და პოზიტიურ გავლენას მოახდენს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ამ სწავლებაში მიღებულ ცონდასა და უნარ-ჩვევებს იმ სასიკეთო საქმეს მოახმარენ, რასაც მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცება ჰქვია. ღმერთი იყოს საქართველოს და ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნის მფარველი, გისურვებთ წარმატებებს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სწავლების მონაწილე სამხედროებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)