2018-07-31 17:23:23, 941 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი გალდავა მარიხუანას ლეგალიზებაზე: სახელმწიფომ ადამიანებს უთხრა, მოიკალით თავი
„სახელმწიფომ ადამიანებს უთხრა, რომ აი, ბატონო, მოიკალით თავი“, - ასე შეაფასა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
დეკანოზის შეფასებით, საკონსტუტიციო სასამართლომ უპასუხისმეგლო გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს არის დაღუპვა ქართველების და ჩვენი სახელმწიფოსი. სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც არ იყო შეთანმხებული ქართველ ხალხთან. მძიმე სოციალური ფონია, რას შვრება ადამიანი? გაურბის ამ რეალობას და ამ დროს სახელმწიფომ უთხრა, რომ აი, ბატონო, მოიკალით თავი. საპატრიარქო, რა საკვირველია, უკიდურსად უარყოფითი დამოკიდებულება ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ“, - აღნიშნა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო.
ავტორი: ,