|
2018-07-31 16:58:01, 731 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფის“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საერთო პროექტი იწყება
„ვისოლ ჯგუფი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ახალგაზრდულ სოციალური პროექტს „საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა“ #იზრუნე იწყებენ. როგორც ვისოლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ აღნიშნა, პროექტი 200-მდე სტუდენტს საშუალებას მისცემს საქართველოს რეგიონებში იმოგზაუროს, გაეცნოს ქვეყნის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ტურიზმის მიმართულებით გამოწვევებს, რათა #იზრუნოს მათ განვითარებაზე. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ ერთად საფუძველი ჩაეყარა ახალ ღონისძიებას, რომელსაც ჰქვია „საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა“ #იზრუნე, სადაც მონაწილეობას მიიღებს 200-მდე სტუდენტი, პროექტი დაიწყება 6 აგვისტოს და გაგრძელდება თვის ბოლომდე, ზაფხულის ცხელი დღეებში სტუდენტებს ექნებათ საშუალება, საქართველოს რეგიონებში იმოგზაურონ, შეხვდნენ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულ ორგანიზაციებს, მიიღონ მათგან კონსულტაციები, პრაქტიკული გამოცდილება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღონისძიება იქნება საკმაოდ კარგი, სტუდენტების ჩართულობა კი, იქნება საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა ვასილ ხორავამ. პროექტის სტუდენტებს ელით საინტერესო ლექციები, ექსპედიციები და საზოგადოებისთვის ცნობილ პროფესიონალებთან შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. პარალელურად პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებით დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას ( ფერმერები, სასტუმროს მფლობელები) მათთვის საჭირო საქმეებში, ასევე მუნიციპალიტეტებს ტურისტული ლოკაციების მოწესრიგებაში. სტუდენტები ოთხ ნაკადად გაემგზავრებიან „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე ყაზბეგსა და დედოფლისწყაროში. პროექტის პარტნიორები არიან „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID. პროექტში მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი წელს საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი. მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება სტუდენტებს მთელი საქართველოდან მიეცემათ.
(R)
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)