|
2018-07-31 15:35:41, 735 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენამ, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
პარლამენტის წევრის სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენამ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება – მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, თუმცა, ის დამოუკიდებელი კანდიდატის არსებობასაც მიესალმება. "მმართველ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატურა, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, პრინციპში, კონსტიტუცია ითხოვს პირდაპირ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი უპარტიო და დაბალანსებული პიროვნება უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტიც არ არის ცუდი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. განსხვავებული მოსაზრებები აქვს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გია ვოლსკის. მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა მას უნდა დაუჭიროს მხარი. "ყველა კანდიდატს გაუჭირდება სალომე ზურაბიშვილთან ბრძოლა, ვინაიდან ძალიან ბევრი აქვს პოზიტივი, თუნდაც მისი ფრანგული ‘’ბეგგრაუნდი’’. პრინციპულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა, აღსანიშნავია მისი მრავალმხრივი მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თემაზე’’, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა განიხილება.
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)