2018-07-31 11:03:36, 868 ნახვა
საზოგადოება
რა ვითარებაა სადახლოს გორაკზე ხანძრის ლოკალიზების შემდეგ - ვიდეო
ქვემო ქართლში, სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით,ადგილზე 120 მეხანძრე-მაშველი რჩება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სადახლოში დრონით გადაღებულ პირველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სადახლოში გუშინ საღამოს გაჩნდა. საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე - 50 ჰექტარი.
ავტორი: ,