|
2018-07-31 10:44:40, 614 ნახვა
საზოგადოება
პრემია „საბას“ ჟიურიმ 2018 წლის ფინალისტები დაასახელა
ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ, კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 5 ნომინაციის ფინალისტების სია ასე გამოიყურება: საუკეთესო რომანი გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა" (გამომცემლობა „ინტელექტი") საუკეთესო პროზაული კრებული თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე" (გამომცემლობა „ინტელექტი") საუკეთესო პოეტური კრებული გიორგი არაბული, „გვრინი"(გამომცემლობა „ინტელექტი") საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ"(გამომცემლობა „ინტელექტი") საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გასაჯაროვდება. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა; პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას" კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას" დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება საზოგადოებას ტელეკომპანია „ტვ პირველის" პირდაპირი ეთერით და ინტერნეტში, თიბისის და „საბას" ფბ გვერდების საშუალებით შეეძლება.
(R)
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)