10:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 14:50:09, 1183 ნახვა

პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

„მყოველდღე ვღებულობ ზარებს  ათობით ადამიანისგან, კასპის ორგნიზაციამ დამირეკა, 60 ადამიანიაო, რომელიც თავს შეურაცხყოფიალად გრძნობს. ჩვენ ვართ შეურაცხყოფილი „კოლექტიური ზარდიაშვილებისგან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

„ჩემი, როგორც მოქალაქის, პირველ რიგში, უფლება დაირღვა ჩემთან შეუთანხმებლად, ჩემთან გასაუბრების გარეშე. ადამიანს სამსახურიდან რომ ათავისუფლებენ, იბარებენ, ეუბნებიან, რომ თქვენ გათავისუფლებული ხართ, უხსნიან მიზეზს, აწერენ ხელს განცხადებას და მერე იმ ადამიანს, აქვს უფლება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. და ვიცით, ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანებმა თავი აღიდგნეს. მე ყოველდღე ვღებულობ ზარებს  ათობით ადამიანისგან, კასპის ორგნიზაციამ დამირეკა, 60 ადამიანიაო, რომელიც თავს შეურაცხყოფიალად გრძნობს. ჩვენ მომავალში გავხსნით გვერდს, სადაც „ქართული ოცნება 2012“-ის მოსვლის შემდეგ, დარეგისტრირდებიან ეს შეურაცხყოფილი ადამიანები. ჩვენ ვართ შეურაცხყოფილი „კოლექტიური ზარდიაშვილებისგან“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, დავით ჭიჭინაძე პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს. როგორც „ქართული ოცნების“ სამდივნომ განმარტა, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics