06:45 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 14:37:43, 1023 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე „ევროპულ საქართველოზე“: გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ვისი გაკეთებული იყო ეს დანაშაულები

„ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მაგათი გაკეთებულია და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სოფელ ხოდაშენში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და მმართველი პარტია შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

„შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მე მონაწილეობის მიღება ქუთაისში. იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს, არც ვიცი რა ვუთხრა. ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები. მაგათ და „ქართულმა ოცნებამ დიდი ფული დაახარჯეს და მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური. მაინც მოვიგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო. ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics