2018-07-30 13:42:23, 2639 ნახვა
მსოფლიო
ლატვიელი დეპუტატი: რუსეთი უნდა დაქუცმაცდეს, რათა ევროპაში მშვიდობა დამკვიდრდეს
ლატვიის სეიმის დეპუტატის ალექსანდრ კირშტეინსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე ნაწილად უნდა დაქუცმაცდეს, - ამის შესახებ დეპუტატმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კირშტეინსის შეფასებით, ეს იმისთის უნდა მოხდეს, რათა მისი ქვეყანა და ევროპა უსაფრთხოდ იყოს.
"მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც რუსეთი რამდენიმე ნაწილად დაქუცმაცდება, ანუ რამდენიმე ქვეყნად დაიშლება, სამხედრო კონფლიქტები დასრულდება, ხოლო ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობა დამკვიდრდება", - წერს დეპუტატი.
ავტორი: ,