|
2018-07-30 10:43:38, 762 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე რეგისტრაცია დამატებით 100-მდე მსურველმა გაიარა
შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა. დღეს, უწყებამ იმ მსურველებს, რომლებმაც ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზით ვერ მოახერხეს, შანსი მისცა აღნიშნული პროცედურა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით გაევლოთ. ამ მომსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრში 100-მდე კონკურსანტმა ისარგებლა და უმოკლეს დროში რეგისტრაცია წარმატებით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, ჯამში, 3400-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. შესაფერისი კანდიდატების შესარჩევად მომდევნო ეტაპი განცხადების გადარჩევაა. რის შემდეგაც, მათ უნარ- ჩვევების ტესტი / IQ ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდებათ. შერჩეული კანდიდატები მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. აღსანიშნავია, რომ ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის 3-თვიანი პერიოდი ანაზღაურებადი იქნება. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა რესურსიდან შერჩეული 66 ოფიცერი გადამზადებას პოლიციის აკადემიაში უკვე გადის და მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონებში სექტემბერში გამოჩნდებიან. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება რეგიონებშიც იგეგმება.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)