|
2018-07-28 12:01:40, 795 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: 2020 წელს, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტს წარმატებით გაუმკლავდა
2020 წელს, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, დაუცველი აღმოჩნდა. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი. „დღეს არის ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტი არის 21-ე საუკუნეში მსოფლიოს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა. სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი ზოგადად არის ისეთი ტიპის დაავადება, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა მოითხოვს რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა, რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება აღმოჩნდა დაუცველი და სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა. პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც აქვს კაცობრიობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ისევე, როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მან დახმარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ მადლობა გადაუხადა. „მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“, რომელთა დახმარების გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ თუ შევხედავთ ამ პრეპარატების კომერციულ ღირებულებას, ეს არის ძალიან მაღალი. დაახლოებით 80-90 ათასი დოლარი დაუჯდებოდა მოქალაქეს რომ ემკურნალა იმ თანამედროვე პრეპარატებით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ ემკურნალა ამ ძალიან ძვირიანი პრეპარატებით. ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ეს პრეპარატები არის ხელმისაწდომი ყველასთვის. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, რომლის მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ დაავადების სრული ელიმინაცია საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე გაიარა სკრინინგი. ესა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში. დაახლოებით 50 000 ადამიანი არის ჩართული დღეს სამკურნალო პროცესში. სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ამ დაავადებამ გარკვეული სტიგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, C ჰეპატიტი არ არის სტიგმა. ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და იდეალური იქნება რომ ასივე პროცენტმა გაიაროს ეს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წელს, როდესაც დავასრულებთ ამ სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს იქნება უნიკალური წარმატება და იმედის მიმცემი სხვა ერებისთვის, რომ დაავადება როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის, თუ არსებობს სწორი სტრატეგია და საზოგადოების სრული მობილიზაცია, მისი დამარცხება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)