|
2018-07-28 10:56:00, 1105 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მხატვარ რამინ აფაქიძეს სახლში ესტუმრა, 80 წლის იუბილე მიულოცა და ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სიგელით დააჯილდოვა. რამინ აფაქიძეს იუბილე მიულოცა და საქართველოს მხატვართა კავშირის სიგელი გადასცა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ. იუბილის მისალოცად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები იმყოფებოდნენ. ლენინგრადის პედაგოგიური უნივერსიტეტის, გრაფიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ბატონი რამინი ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ, აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია თბილისში აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბატონი რამინი არის სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი, „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ (1997) პრემიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია სოხუმისა და თბილისის სურათების ეროვნულ გალერეებში, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)