22:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 16:34:39, 850 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის გზატკეცილზე უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი ეწყობა

კრწანისის რაიონის გამგეობამ ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობისთვის განკუთვნილი 3100 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. 

უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები 215 კვ.მ-ზე ტაქტილური ფილებით მოეწყობა, დეკორატიული ფილები 1100 კვ/მ-ზე განლაგდება, 165 კვ.მ-ზე კი, კაუჩუკის საფარი დაიგება. ბეჭდური არმირებული საფარით 210 კვ.მ მოპირკეთდება, ხოლო საბაღე სამუშაოები 1 450 კვ.მ-ზე ჩატარდება.  

სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდება ხუთი სხვადასხვა ჯიშის 80 ძირი ხე-მცენარით. აღნიშნულ სკვერში ასევე, მოეწყობა სარწყავი სისტემა. 
 
კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის დეტალები განიხილა.  
  
„აღნიშნულ დასახლებაში ბევრი უსინათლო ადამიანი ცხოვრობს. ვცდილობთ, მათთვის გარემო მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, ქვემო ფონიჭალაში პირველად ეწყობა თანამედროვე სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი რეკრეაციული ზონა იქნება. სკვერი ასევე, უსინათლოებზე იქნება ადაპტირებული და მორგებული“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.  

სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის ბიუჯეტიდან 320 000 ლარია გამოყოფილი. 
 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics