|
2018-07-27 11:51:59, 706 ნახვა
საზოგადოება
წიგნის „აგრარული ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში წიგნის „აგრარული ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ავტორობით გამოიცა. განმარტებით ლექსიკონში 4000-ზე მეტი ახალი სიტყვა/ტერმინია მოცემული, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრდა აგრარულ დარგში. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო სასოფლო-სამეურნეო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრების და დოქტორებისათვის, ასევე ფერმერებისა და ფერმერულ მეურნეობებში მომუშავე სპეციალისტებისთვის. წიგნის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილე იური ნოზაძე, უწყებაში შემავალი საგენტოების ხელმძღვანელები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ოთარ კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე, ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აგრარული დარგის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგია არ გამოცემულია 50 წელზე მეტია, ამ ხნის განმავლობაში დარგი სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერდა. კლიმატის გლობალური ცვლილებები, გლობალიზაციის პრობლემები, ევროპასთან ჰარმონიზაციის მიმართულებები ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს აგრარული მეცნიერების სხვადასხვა დარგს, გაჩნდა თანამედროვე ტერმინები, ამიტომაც დღის წესრიგში დადგა აგრარული განმარტებითი ლექსიკონის გამოცემა“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. ლექსიკონში ახალ ტერმინებთან ერთად შენარჩუნებულია ტრადიციული ქართული ტერმინებიც, რომელიც აგრარულ დარგში დამკვიდრებულია. წიგნის ავტორები ახლო მომავალში დარგების მიხედვით თემატური ლექსიკონების გამოშვებას გეგმავენ.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)