2018-07-27 11:34:03, 2316 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ძლიერი ხანძარია - ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს
გერმანიაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან, - ამის შესახებ New York Times იუწყება.
მედია საშუალების ინფომრაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ამ დროისთის 900 ჰექტარის მიწის ფართობია დამწვარი.
მედიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ უკვე გააფრთხილა, რადგან ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობს. საფრთხის ქვეშ არის ბერლინის მახლობლად მდებარე ქალაქიფიხტენ-ვალდე.
სააგენტო იტყობინება, რომ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. ხანძრის ქრობას ხელს მაღალი ტემპერატურა უშლის. რეგიონში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.
ავტორი: ,