22:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 18:19:57, 806 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე დადებითად შეაფასა ის ყურადღება და მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო იჩენს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას.

„მისასალმებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წარმოდგენილნი არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობაც, რაც მათი ინტერესების მეტად დაცვას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების დამყარების აუცილებლობას და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის კომისიებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართვას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაზე. 

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics