22:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 18:12:59, 714 ნახვა

საზოგადოება
ფოთისა და ხობის ეპარქია - დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა მიეცეს საშუალება, წმინდა სინოდს ყოველივე პირადად მოახსენოს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმინდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ დეკანოზის საქმის საფუძვლიანი გადახედვა უნდა მოხდეს.

„მიმდინარე 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოინახულეს პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გასამართლებულია ე.წ. „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით.

პატიმრთან შეხვედრა შედგა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავდებულის - დეკანოზ გიორგი მამალაძის - მოთხოვნის საფუძველზე.

პატიმართან შეხვედრა დაიწყო 10 საათსა და 50 წუთზე და გრძელდებოდა ოთხი საათის განმავლობაში.

მოცემული საქმის მიმართ არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს მის საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.

მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე“, - ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics