22:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 15:05:28, 631 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი - წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას აღარ მოახდენს

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი  ჩატარდება  სრულად საბაზრო პირობებში და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.

“მთავრობა ასრულებს დანაპირებს და უარს ამბობს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე მეღვინეობის დარგში, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგი. ამაზე მიუთითებს გაზრდილი ექსპორტი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მზარდი სტატისტიკა, ასევე ქართული ღვინის წარმატებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში”-განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

კერძოდ, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 76,7 მლნ ბოთლის, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.  მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტის ზრდის ტენდეცია შენარჩუნებულია - მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო , რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  2013-2017 წლებში რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და არც ერთ მევენახეს არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა - გადაუმუშავებელი არ დარჩენილა არც ერთი კილოგრამი ყურძენი. ამ წლებში დაფიქსირდა ახალი ვენახების გაშენების ტენდენცია და უნიკალურ ყურძნის ჯიშებზე მოთხოვნილების გაზრდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული, იძლევა იმის საფუძველს, რომ 2018 წლის რთველი იქნება წარმატებული და ორგანიზებული და მევენახეებს არ შეექმნებათ ყურძნის რეალიზაციის პრობლემა.

აქედან გამომდინარე, გასული წლების მსგავსად, რთველის-2018-ის პროცესში შეიქმნება რთველის საკოორდინაციო შტაბი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია იქნება რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია.

მიმდინარე წელს ყურძენს 100-ზე მეტი საწარმო ჩაიბარებს და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა  მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა. 

რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი და ცხელი ხაზი (1501). ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics