22:30 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 16:28:55, 862 ნახვა

საზოგადოება
ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოებში მეუღლეთა შორის განქორწინების დავებზე ინფორმაციას ავრცელებს და შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში, 2018 წლის მდგომარეობით, კვლავ მაღალი რჩება საოჯახო დავების რიცხვი. კერძოდ, მაღალია სასამართლოს გზით განქორწინების მოთხოვნის მაჩვენებელი, რაც დამატებით იწვევს ალიმენტის დაკისრების, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილებთან ურთიერთობის სპეციალური წესის შემოღების მოთხოვნები. ამასთან, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის საკითხები, რაც საბოლოო ჯამში, უკიდურესად მწვავედ აისახება არასრუწლოვანი შვილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე და მათ სრულფასოვან განვითარებაზე. ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს – 10 222, 2016 წელს – 9539, 2015 წელს – 9112, 2014 წელს – 9119 და 2013 წელს –  8039. ამავე პერიოდის მონაცემისთვის, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს - 144,161 შემთხვევას. კერძოდ, 2017 წელს - 23,684, 2016 წელს - 25,101, 2015 წელს - 29,157, 2014 წელს - 31,526 და 2013 წელს - 34,693.

ია გოგნაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა სტატისტიკური მონაცემები საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა სიმრავლით ყველაზე მსხვილი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებული საოჯახო დავებზე სარჩელების და მათი მოთხოვნების მიხედვით, რომლის შედეგებიც შემდეგნაირია: 
 

 

წლების მიხედვით

განქორწინება

ქორწინების ბათილად ცნობა

ალიმენტის გადახდევინება

მამობის დადგენა

მშობლის უფლების ჩამორთმევა

სხვა სახის

სულ დამთავრებული

2011

1071

10

593

62

28

723

2487

2012

1183

19

788

61

21

822

2894

2013

1099

29

801

46

19

611

2605

2014

854

17

632

47

12

476

2038

2015

820

24

542

69

18

591

2064

2016

803

35

564

57

17

655

2131

2017

578

362

362

44

10

630

2379

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში დანაშაულის 746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.

ია გოგნაძის შეფასებით, მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics