10:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 15:16:22, 1218 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ვიზიტის პირველ დღეს გიორგი გახარიამ მაღალი დონის შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელთან კირსტენ მედისონთან.

ამერიკელ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ კრიმინალურ პოლიციაში დაწყებულ მასშტაბურ რეფორმაზე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვა პროცესზე, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების მნიშვნელობასა და სამინისტროში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ზოგადად უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საგზაო უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი INL- სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ მყარ თანამშრომლობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics