06:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 15:07:52, 705 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე: ჭარბავლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ჭარბავლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურს. 

„ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს. ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასება. ჩვენ არსებულ სიტუაციას ვიღებთ, როგორც მოცემულს. შესაბამისად, ჩვენი მანდატიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე წარვმართავთ ჩვენს პოლიტიკას. ასე რომ, ჩემი პასუხი ამ მხრიდან იქნება გაცემული. ეროვნული ბანკის მანდატი არის ფინანსური სტაბილურობა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერა. ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ბევრი ანალიზი მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით. შარშანაც ვსაუბრობდით ამ საკითხებზე და გარკვეული ზომები გავატარეთ ამ საკითხზე. რაც შეეხება 2018 წელს, 1-ელ მარტს გამართულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში აღვნიშნეთ, რომ ეს არის საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, დავძენ, რომ რადგან ეს არის გლობალური მიმართულება და ტრენდი, ჩვენც აუცილებლად ვაანალიზებთ ამ მიმართულებას და ვაქცევთ ყურადღებას. აქედან გამომდინარე უკვე შემოვიღეთ და დავაანონსეთ „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების ნდობა ქვეყანაში“ და გავასაჯაროვეთ დებულების პროექტი „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების“ შესახებ და ამის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სესხების გაცემა არ უნდა მოხდეს შემოსავლების დადასტურების გარეშე. მოგეხსენებათ, რომ ეს დებულება არის ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე. მეორე მხრივ, 7 მაისს ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება შეგვეზღუდა ისეთი სესხების გაცემა, რომლებიც შემოსავლების შემოწმების გარეშე გაიცემოდა. ეს არის ჩვენი ანალიზი და რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს არის ფინანსური სტაბილურობის საკითხი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics