06:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 12:33:15, 750 ნახვა

კომენტარი
„დათუჩა“ დაეხმარება ყველა გაჭირვებულს“ - ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს ქმნის

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს ქმნის.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, საქველმოქმედო ფონდის შექმნა მისი შვილის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელიც სარალიძის თქმით, ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა.  

“იქიდან გამომდინარე, რომ დათო, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მზად იყო ყოველთვის სიკეთე ეკეთებინა და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, შევქმენი ფონდი “დათუჩა”, რომელიც დაეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, ბავშვებს, ვისაც სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია,  არიან სოციალურად დაუცველები. სამართლიანობისთვის ბრძოლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რამდენი გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვი გვყავს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი შვილის სახელით გავუწიო დახმარება ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს. არის ბავშვების კატეგორია, რომლებსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და ტანსაცმელი არ აქვთ”, - აღნიშნა მან.

სარალიძის განცხადებით, როგორც კი მისი ქალიშვილი სრულწლოვანი გახდება, ფონდს მის სახელზე გადააფორმებს.

მანვე დასძინა, რომ საქველმოქმედო ფონდში გასაწევრიანებლად კარი ყველასთვის ღიაა.  ფონდში შესული ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ, დავით სარალიძის დაბადების დღეს, 25 ივლისს გაიცემა. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ რომელიმე ბავშვს ფონდის სასწრაფო დახმარება დასჭირდება, გამონაკლისს დაუშვებენ.

ზაზა სარალიძის თქმით, ფონდის შემოსავალი მთიანად შემოწირულობაზე იქნება დამოკიდებული,  ის პერიოდულად გამართავს საქველმოქმედო აქციებს და მოსახლეობას შეეძლება, ბავშვებს დაეხმარონ არა მხოლოდ ფულადი თანხით, არამედ სამოსით, საკვებით, სათამაშოებითა და სხვა საშუალებებით.

მისივე თქმით, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  კონკრეტული შეხვედრები  არავისთან ჰქონია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics