|
2018-07-25 10:44:40, 608 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის ახალი საფარი (5000 კვ.მ.), მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარი, კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მონაწილეობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემას: როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების (კანალიზაციის) ქსელს, გამოიცვალა ჭები, ხოლო საკომუნიკაციო საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ რამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა . მისივე თქმით, ასევე, გაიმართა გარე განათების ახალი ქსელი: 17 საყრდენი ბოძი და 17 ლედ დიოდური სანათი. „3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია . ეს არის კანალიზაცია, სანიაღვრეები, ასევე ყველა ქსელი, რაც კი გადიოდა, მათ შორის ინტერნეტი. თქვენ ხედავთ, რომ გარეგანათების ელექტროგადამცემი ხაზებიც კი მიწის ქვეშ არის განთავსებული. ძალიან ლამაზი ქუჩა გამოვიდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ტროტუარები, აქ შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და შესაბამისად მოხდა გზის სავალი ნაწილის ოდნავ შემცირება, რათა ფეხით მოსიარულეებს ჰქონოდათ ტროტუარი. ასევე მთლიანად შეიცვალა გარეგანათება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ იყოს სრულყოფილი, რათა შემდგომი წლების განმავლობაში არ იჩინოს თავი კანალიზაციის, წყლის, სანიაღვრეების ან ბორდიურების პრობლემამ“,- განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციაზე 300 000 ლარამდე დაიხარჯა. რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)