|
2018-07-24 18:45:26, 851 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო
გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით სახელმწიფოსა და ბიზნეს ინტერესებს შორის ბალანსს არღვევდა. „ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით... მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ივანიშვილმა. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ის მოწოდებულია, რომ ყველა სამინისტროს დაეხმაროს. „მამუკა ბახტაძე მოწოდებულია, ყველა სამინისტროში ჩაერიოს, სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, გაიაროს კონსულტაციები, რაც არ ხდებოდა სამწუხაროდ კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ამასთან, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიას ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს. გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ დღეს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე გავა ეთერში.
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)