|
2018-07-24 14:49:47, 643 ნახვა
საზოგადოება
UNICEF: თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება, რომელიც ცნობილია, როგორც „მორგის“ ბავშვები - ის მიწისქვეშა სივრცეში მოქმედებს
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება, რომელიც ცნობილია, როგორც „მორგის“ ბავშვები. ამის შესახებ Unisef-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის. "ასეთი ჯგუფები შეიძლება დიდიც იყოს და პატარაც. მათი ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერიოდულად ასეთ დაჯგუფებებს შორის ჩხუბი იწყება უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად. როგორც აღინიშნა, ქცევის შიდა კოდექსმა და ერთმანეთზე დამოკიდებულებამ შეიძლება დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს იმას, რომ ბავშვმა ქუჩას თავი ვეღარ დააღწიოს და კრიმინალურ ან ძალადობრივ საქმიანობაში იქნეს ჩათრეული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც „მორგის“ ბავშვები). ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება, როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება. ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან“, -ნათქვამია კვლევაში. გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს. ამავე კვლევის მიხედვით, უფროსი ბავშვები უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 14 წელი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ფარად იყენებენ, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ. "ხშირად ეს საქმიანობა ისეა ორგანიზებული, რომ დანაშაულს (როგორიცაა, მაგალითად, მაღაზიაში ქურდობა, მანქანების გატეხვა და იქიდან ნივთების მოპარვა) უმცროსი ასაკის ბავშვები ჩადიან, ხოლო უფროსი ბავშვები სადარაჯოზე დგანან და უმცროსებს მათთვის ნაძარცვი მოაქვთ. ასეთი პრაქტიკა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გამოიყენება. შესაბამისად, უფროსი ბავშვები დანაშაულებრივი ქმედებებისთვის უმცროს ბავშვებს იყენებენ სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით", - აღნიშნულია კვლევაში. Unisef-ის ცნობით, როგორც ჩანს, პოლიცია იყენებს სამართლებრივი დევნისთვის დადგენილ მინიმალურ ასაკს (14 წელს), რაც ქუჩის ბავშვთა ჯგუფში „უპირატესი სტატუსის“ მქონე ბავშვებს სტიმულს უქმნის, კრიმინალური მიზნებისთვის უმცროსი ასაკის ბავშვები გამოიყენონ: " ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ბავშვების ჯგუფის დაპატიმრების შემთხვევაში პოლიციის ოფიცრები ხშირად ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებას და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან", - ნათქვამია კვლევაში. კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვოლდვიჟენთან, ფონდღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას საქართველოსადა გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისთან ერთად. კვლევა ჩაატარა ნორვეგიულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Fafo. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფენომენისა და მათთან დაკავშირებულიინსტიტუციური სისტემების უკეთ შესწავლას, რათა შემუშავდეს რეკომენდაციები და დაინერგოს პრევენციული ზომები. სრული კვლევის სანახავად გადადით ბმულზე.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)