2018-07-23 18:46:08, 1416 ნახვა
მსოფლიო
კანადაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა
კანადის ქალაქ ტორონტოში სროლა იყო, რის შედეგაც 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი, დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 29 წლის თავდამსხმელის ლიკვიდრება მოახდინეს. სროლის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თავდასხმის შემდეგ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.
მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის 9 წლის ბავშვია. მომხდარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო უკვე გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახს მიუსამძიმრა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ავტორი: ,