|
2018-07-23 18:41:09, 655 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები კვირის ბოლომდე გვექნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაიმართება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. „სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ, რაც გაიმართება კონკრეტული კონსულტაციები, ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდში განხილვა ჯერ არ ყოფილა. „ეს როგორ გითხრათ, როდესაც განხილვა არ გვქონია ჯერ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც შედგება ჩვენი განხილვა, იმის შემდეგ ვიტყვით კონკრეტულ რამეს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით, გუნდში ზოგადი მსჯელობა გაიმართა. „კანდიდატებთან დაკავშირებით იყო ზოგადი მსჯელობა. რამდენიმე კანდიდატი დასახელდა გუნდში, როდესაც წარიმართა პირველადი კონსულტაციები. არის არაერთი კანდიდატი ჩვენს გუნდში, რომელსაც მარტივად შეუძლია არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება, ასეთი კანდიდატები ჩვენ გვყავს საკმარისად, თუმცა, უნდა დაველოდოთ კონსულტაციებს. იყო არაერთი კანდიდატი დასახელებული. ერთერთი იყო მაია ცქიტიშვილის, რომელიც იყო დასახელებული, არაერთი კანდიდატი დასახელდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, მთავარია საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ გუნდში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება კონსულტაციების ფორმატს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის ფორმატში განიხილავენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მსჯელობის ერთერთ საკითხია უნდა იყოს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიული სახე. „ერთ-ერთი კონცეპტუალური საკითხი არის ზუსტად ეს-ჩვენი პარტიის სახე უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი თუ არ უნდა იყოს. ეს კონცეპტუალური საკითხიც განიხილება, რა თქმა უნდა, ამ პროცესში. ამაზეც მივიღებთ, ბუნებრივია, პრინციპულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, რაც უფრო ცნობადია კანდიდატი, მით უფრო უკეთესია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, პრიორიტეტი ცნობადობას მიენიჭება, თუმცა, აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება",- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მმართველი გუნდის კანდიდატზე რამდენჯერმე ნაკლებ ხმას მიიღებს მოქმედი პრეზიდენტი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)