|
2018-07-23 12:37:44, 678 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართა
აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე ზურაბ ლიპარია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა, ევროკავშირის ექსპერტი მატეო მასპერო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და მეთოდები განიხილეს. შეხვედრაზე მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს თხილის კულტურაში შექმნილი ფიტოსანიტარული მდგომარეობა, მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ რეკომენდებული ბრძოლის ღონისძიებები, მექანიკური, ბიოლოგიური, ბიოტექნიკური ღონისძიებები და ახალი ბიოლოგიური ინსექტიციდების გამოცდის წინასწარი შედეგები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის საშუალებები და პირველადი მონაცემები მისი ადგილობრივი პარაზიტოიდის შესახებ საქართველოში გააცნეს. „მთავრობის სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, თითქმის მინიმუმადეა დაყვანილი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რათა კვლავ არ მოხდეს მისი გავრცელება. კარგია რომ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ მავნებელთან ბრძოლაში, მინდა მოსახლეობას მეტი ჩართულობისკენ მოვუწოდო“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. შეხვედრას ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ანასეულში ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერულ დონეზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შესწავლა მოხდება.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)