|
2018-07-23 12:34:57, 681 ნახვა
საზოგადოება
თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში თაფლის კვლევების ჩამონათვალი გაიზარდა. ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეისწავლეს და დანერგეს ახალი კვლევის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია თაფლის უვნებლობის მაჩვენებლების განსაზღვრა. ამჟამად, ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 77 პარამეტრია შესული. პარალელურად, ლაბორატორიაში ტარდება თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ახლად დანერგილი კვლევების ჩამონათვალში შესულია შემდეგი პარამეტრები: ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფი, ანტიბიოტიკების ჯგუფი, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, ნიტროიმიდაზოლები და სხვა. ამასთანავე, ლაბორატორია მომხმარებლებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ნიმუშის მიღებას. ის პარამეტრები, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის დანერგილი ლაბორატორიაში, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთის აკრედიტირებულ ლაბორატიორიაში, რომლის ტრანსპორტირების ორგანიზებას თავად ლაბორატორია მოახდენს და გასცემს ერთ საერთო ანალიზის პასუხს. თაფლის გამოკვლევა უვნებლობის პარამეტრებზე ხდება მხოლოდ თბილისის ლაბორატორიაში, თუმცა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 რეგიონში განლაგებულ ლაბორატორიაში დატოვოს ნიმუში, რომლის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს ლაბორატორია და კვლევის შედეგებს რეგიონში მცხოვრებ პირებს მიაწვდის ადგილზე. ლაბორატორიაში კვლევების ნუსხას სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება. ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას. მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებ-გვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)