21:14 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 18:12:20, 802 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის რაიონში, დაბა კიკეთში, ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად,  მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო.

„კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო,  მთლიანად მოწესრიგდება. ასევე,  სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და  ასფალტის საფარი დაიგება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის  თხოვნის გათვალისწინებით  დავიწყეთ. ჯერ კიდევ  წინასაარჩევნო პერიოდში,   აქ მოსახლეობასთან  შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. მათ მთხოვეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი  გალაქტიონ ბუაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე,  პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს დეპუტატი  ჯაბა ჯიშკარიანი.

პროექტი 1.6-კილომეტრიანი  გზის რეაბილიტაციას და ბეტონის კიუვეტების 263 მ სიგრძეზე მოწყობას, ასევე, წყალგამტარი მილების გაწმენდა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 10 000 მ2 ფართობზე  ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოები მიმდინარე წლის 22 მაისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics