21:13 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 16:25:41, 912 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნული კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს. 

კანონპროექტი პარლამენტარებს წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მისი განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი. 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის საპასუხოდ, რასაც ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად მნიშვნელოვნად, 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.

„სწორედ სოციალური გამოწვევებზე პასუხია დაგროვებითი საპენსიო სქემა. ამ რეფორმით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას დანაზოგის გაკეთებაში და მათთან ერთად სრულად გაიზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვქმნით იმის რეალურ საფუძველს, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის რეფორმის მთავარი მიზანი. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმას ასევე აქვს დადებითი ეკონომიკური გავლენა. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მკვეთრი ბიძგია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს განახორციელოს ახალი პროდუქტიული ინვესტიციები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

დაგროვებითი პენსია იქნება სისტემის შემავსებელი სვეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, ღირსეული პენსიის უზრუნველყოფას უპასუხებს. დღეს არსებულ საპენსიო სისტემას გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით. 
 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics