|
2018-07-21 11:19:35, 737 ნახვა
საზოგადოება
ივერთუბნის დასახლებაში აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. 4800 მ2 ფართობის აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე ადგილზე გაეცნენ. „ივერთუბანი ახალი დასახლებაა, სადაც საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა აპირებს, საგზაო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოაწესრიგოს ყველა იმ ქუჩაზე, სადაც წყალსადენისა და წყაალრინების სისტემის გამართვა დასრულებულია. ჩემთვის გასაგებია ის დისკომფორტი, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს და მინდა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოვუწოდო“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აგიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სისტემა მოაწყო. კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ კი, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აგიაშვილის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯორჯაძის ქუჩაზე გაგრძელდება. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი‘‘ ასრულებს. პროექტის ღირებულება 280 000 ლარია.
(NS)
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)